1778603562
უცხოეთი
მედიის ცნობით, ორ ქვეყანას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გადადება სურს
უკრაინა ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ექვსივე კლასტერი ივნისის ბოლომდე გახსნას, სანამ ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის თავმჯდომარეობა დასრულდება, თუმცა ორი ქვეყანა ამის წინააღმდეგია. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკავშირი მხარს უჭერს პირველი, ფუნდამენტური კლასტერის, „საფუძვლების“, ივნისის ბოლომდე გახსნას. თუმცა ორი ქვეყანა დანარჩენი ხუთი კლასტერის გახსნის შემოდგომამდე გადადების ინიციატივით გამოდის.
წყაროების ცნობით, ვადების გადადებას პოლონეთი და საფრანგეთი ითხოვენ.