Loading data...
მედია: სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტი გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შეიტყო.

„წყაროების ცნობით, უიტკოფისა და კუშნერის დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი უკრაინაში „ოდნავ გადაიდო, არ გაუქმებულა“ — გასულ კვირას კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიშების გააქტიურების გამო“, - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ზე. 

მისივე ცნობით, 23 აგვისტოს კიევს ექვსი ევროპული ქვეყნის - ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, ნორვეგიისა და ფინეთის - ლიდერები ეწვივნენ და მარიინსკის სასახლესთან მათი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სავარაუდოდ, კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს ეწვეოდნენ.

ცნობისთვის, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 24 აგვისტოს აღნიშნავს.