1789647775
უცხოეთი
მედია: შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ პოსტში დაწერა.
ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა.
„ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას“, - წერს კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.