Loading data...
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტების მიხედვით, განაცხადი უწყებაში 27 მარტს შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია Hyundai HD.

Hyundai-ის სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანიას რუსეთში შეეძლება ტელევიზორების, მობილური ტელეფონების, ვიდეომაგნიტოფონების, აუდიოდინამიკების და სხვა მოწყობილობების წარმოება და გაყიდვა.