1786284219
უცხოეთი
მძლავრი ტაიფუნი „დელფინი“ ჩინეთს დაატყდა თავს - ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი
„ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მძლავრი ტაიფუნი „დელფინი“ მძვინვარებს, სტიქიის გამო საფრთხის ზონიდან მილიონზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტიქიას თან სდევს უხვი ნალექი და ძლიერი ქარი, რამაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია.
მედიის ცნობით, ჩინეთამდე ტაიფუნმა იაპონიის ოკინავას პრეფექტურას გადაუარა, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, 50 000-ზე მეტ სახლს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საჰაერო მიმოსვლაც - შანხაიში 1 500-მდე ავიარეისი გაუქმდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმები ჟეჟიანგში, შანხაიში, ჩრდილოეთ ფუჯიანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ძიანგსში, ცენტრალურ და სამხრეთ ანჰუიში და ძიანგსუს დიდ ნაწილში 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი.