1763991966
უცხოეთი
„მათი დარღვევა არავის შეუძლია“ - სტეფანჩუკმა სამშვიდობო შეთანხმების წითელი ხაზები გამოკვეთა
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სამშვიდობო შეთანხმების წესები გამოკვეთა, რომელთა დარღვევაც, მისი თქმით, „არავის შეუძლია“.
BBC-ის ცნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შვედეთში სიტყვით გამოსვლის შემდეგ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულ აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდვების დაწესებას, ან შეზღუდვებს უკრაინის მომავალ ალიანსებთან დაკავშირებით.
სტეფანჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წესები პრინციპებია, რომელთა დარღვევაც „არავის შეუძლია“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მან ასევე შვედეთის პარლამენტში განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში წევრობა ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ნაწილი უნდა იყოს.