1731594610
უცხოეთი
მასუდ პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის, თავის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული „ბუნდოვანება“ მოაგვაროს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თეირანში ვიზიტად მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა, რომ ირანი მზად არის, მოაგვაროს „ბუნდოვანება და ეჭვები“ თავის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
„როგორც არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კეთილგანწყობა, ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ და შევთანხმდეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა გადაიჭრას სავარაუდო ბუნდოვანება და ეჭვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა პეზეშკიანმა.