Loading data...
მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს, თუ ისრაელიც შეასრულებს მის პირობებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ის დაიცავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ ისრაელიც შეასრულებს მის პირობებს.

„თუ სიონისტური რეჟიმი არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს მას“, - განაცხადა პეზეშკიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას, იტყობინება პრეზიდენტის ვებგვერდი.