1775551991
უცხოეთი
მასუდ პეზეშკიანი: 14 მილიონზე მეტი ირანელი მზადაა, თავი შესწიროს ირანის დაცვას
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ 14 მილიონზე მეტი ირანელი მზადაა, სამშობლოს თავი შესწიროს.
პეზეშკიანის თქმით, ის თავადაც მზადაა, დაიღუპოს ირანისთვის.
„ამ დროისთვის 14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა განაცხადა, რომ მზადაა, თავი შესწიროს ირანის დაცვას. მეც ვწირავდი, ვწირავ და შევწირავ თავს ირანისთვის“, - დაწერა პეზეშკიანმა X-ზე.
بیش از ۱۴ میلیون ایرانی غیور تا این لحظه اعلام آمادگی کردهاند جان خود را برای دفاع از ایران فدا کنند. من نیز جانفدای ایران بودهام، هستم و خواهم بود.#جان_فدا
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) April 7, 2026