Loading data...
მასშტაბური ხანძარი დომინიკის რესპუბლიკაში ზღვისპირა კურორტზე - დაიღუპა 1 ადამიანი, თითქმის 1700 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

დომინიკის რესპუბლიკის ზღვისპირა კურორტ ბაიაჰიბეში მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. 

როგორც „როიტერი“ იტყობინება, მასშტაბურმა ხანძარმა ერთი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლა, ხოლო თითქმის 1700 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. 

მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 46 წლის იტალიის მოქალაქე ფრანჩესკა ვალენტინო. გარდა ამისა, სამი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ექვსს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაზარალებულებს შორის არიან ვიზიტორები და მეხანძრე-მაშველები. 

„წინასწარი შეფასებით, ხანძრის სწრაფად გავრცელება ქარმა და ადვილად აალებადმა მასალამ გამოიწვია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა კვლავ მიმდინარეობს.