Loading data...
მასკის განცხადებით, ევროპა და აშშ ნულოვან ტარიფებზე უნდა გადავიდნენ, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ახლო მომავალში ნულოვან ტარიფებზე უნდა გადავიდნენ. 

„იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.

საჭიროა მეტი თავისუფლება ხალხისთვის, რათა მარტივად გადაადგილდნენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, თუ მათ ეს სურთ. ეს ნამდვილად ვურჩიე პრეზიდენტს“, –  აცხადებს მასკი.