Loading data...
მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ს ისეთი მოკავშირეები სურს, რომლებიც საკუთარი კულტურითა და მემკვიდრეობით ამაყობენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონს არ სურს, რომ მისი მოკავშირეები დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით იყვნენ შებოჭილნი.

„არ გვინდა, რომ ჩვენი მოკავშირეები დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით იყვნენ შებოჭილნი. ჩვენ გვინდა მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურითა და მემკვიდრეობით. გვინდა მოკავშირეები, რომლებსაც ესმით, რომ ჩვენ ერთი დიდებული და კეთილშობილური ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ, რომლებიც ჩვენთან ერთად მზად არიან და შესწევთ ძალა დაიცვან იგი“, - განაცხადა რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკას ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა არ სურს. ვაშინგტონს ძველი მეგობრობის გაცოცხლება სურს.

„ამერიკაში ჩვენ დაინტერესებულნი არ ვართ დასავლეთის მართვადი დაცემის თავაზიანი და აკურატული მაყურებლები ვიყოთ. ჩვენ არა ურთიერთობების გაწყვეტა, არამედ ძველი მეგობრობის აღდგენა და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციის განახლება გვსურს“, - დასძინა მან.