Loading data...
მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე დათანხმებას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა რუსული და უკრაინული მხარისგან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე დათანხმებას მოიტხოვს. 

როგორც რუბიო პლატფორმა X-ზე წერს, რთული და სიკვდილის გამომწვევი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარე ომია, სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას მოითხოვს.

„მდგრადი მშვიდობის მიღწევა კი მოითხოვს ორივე მხარისგან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე დათანხმებას. ამიტომ, ვამუშავებთ და გავაგრძელებთ ამ ომის დასრულების პოტენციური იდეების სიას, ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებების საფუძველზე“, - განაცხადა რუბიომ. 

ინფორმაციისთვის, Reuters-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის ახალი „სამშვიდობო შეთანხმება“ უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებსა და შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს.