მარკო რუბიო: ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს, მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი ქვეყანა
„ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა.
„ჩვენს რესპუბლიკაში ამომრჩევლები წყვეტენ ჩვენი ქვეყნის კურსს როგორც საშინაოს, ისე საგარეოს და მათ აირჩიეს დონალდ ტრამპი ჩვენს პრეზიდენტად, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას ძალიან მკაფიო მისიით. ეს მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ფოკუსირებული ერთ რამეზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევა, რომლებიც მათ მკაფიოდ განსაზღვრეს მისი საარჩევნო კამპანიის დროს როგორც ის, რაც ჩვენ უფრო ძლიერს, უსაფრთხოს და უფრო განვითარებულს გვხდის. ეს იქნება ჩვენი მისია.
მთელ მსოფლიოში ჩვენი სამუშაო იქნება, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს წინ წევს.
ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს. და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინდელ გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის მშვიდობის, კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა და არცერთი უწყება არ იქნება ამ მხრივ იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც ეს დეპარტამენტი.
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი ქვეყანა, აყვავებული და უკეთესი ქვეყანა“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.