Loading data...
მარკო რუბიო თურქეთს 14-16 მაისს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში მიემგზავრება. ვიზიტი იმავე თარიღებში გაიმართება, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ თავის წინადადებაში ახსენა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, 11-დან 14 მაისამდე საუდის არაბეთსა და კატარში გაემგზავრება. 14-16 მაისს კი ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრისთვის თურქეთში გაემგზავრება.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, საუდის არაბეთსა და კატარს 11-14 მაისს ეწვევა, სადაც პრეზიდენტი აშშ-სა და [სპარსეთის] ყურის პარტნიორებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას შეეცდება.

მდივან რუბიოს შეხვედრები, უფროს ოფიციალურ პირებთან, ხელს შეუწყობს გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრის გზების პოვნას, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, კიდევ ერთხელ, დადასტურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.