Loading data...
მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება ერთი ან მეორე მხარის გამარჯვებით, ის დასრულდება მოლაპარაკებებით

„უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი „ამ ეტაპზე არ არსებობს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განაცხადა

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს სარგებელი არცერთი მხარისთვის არ მოაქვს.

ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ომი რომელიმე მხარის გამარჯვებით არ დასრულდება. მისივე თქმით, კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.

„ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება“, – აღნიშნა რუბიომ.