Loading data...
მარკო რუბიო - რა აზრი აქვს ნატოს? რატომ ვართ იქ?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოში შეერთებული შტატების წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა. აღნიშნულის შესახებ რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

რუბიომ კითხვა დასვა, თუ რისთვის არის აშშ სამხედრო ალიანსის წევრი? მხოლოდ მოკავშირეების დასაცავად და არა ამერიკის ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

„შესაბამისად, როცა ნატოს პარტნიორები  ბაზების გამოყენებაზე უარს გვეუბნებიან, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ნატო ამერიკისთვის სასარგებლო. ახლა, მაგალითად, ესპანეთმა უარით გაგვისტუმრა. მაშ, რა აზრი აქვს ალიანსს? ეს ემსგავსება ერთგვარ გამონათქვამს „ისინი მაშინ არიან მოკავშირეები, როცა მათ ეს ხელს აძლევს“.

მაშ, რატომ ვართ იქ? მხოლოდ მათი დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლისთვის? ეს ძალიან გონივრული კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. 

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, არიან ქვეყნები, რომლებმაც შეერთებული შტატებს დახმარება გაუწიეს. 

„გამოვყოფ  პორტუგალიას. მათ თანხმობა განაცხადეს მანამ, სანამ ჩვენ ვთხოვდით“, - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს ასევე, ეხმარებიან პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.