1785573009
უცხოეთი
მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტი ჩინეთთან იქნება კატასტროფის მომტანი როგორც ორივე ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
„აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი კონფლიქტი, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო - ღმერთმა დამიფაროს - კატასტროფული იქნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ამ ვითარების მართვა გვჭირდება, თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობა არ შეგვიძლია. სწორედ ეს არის საგარეო პოლიტიკის რთული სამუშაო. ორივე ქვეყნის ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს და დაბალნსებულად იმოქმედოს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.