1773066302
უცხოეთი
მარკო რუბიო - მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეს „მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი - ირანის რეჟიმი“ წარმოადგენს.
მისი თქმით, მიზანი „ირანის რეჟიმის მიერ რაკეტების გაშვების უნარისა და მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურებაა“.
„ჩვენ ამ მიზნის გზაზე ვართ. ყოველდღიურად ირანის რეჟიმს ნაკლები რაკეტა, ნაკლები გამშვები დანადგარი აქვს და მათი ფლოტი ნადგურდება“, - აცხადებს რუბიო.