Loading data...
მარკო რუბიო მომავალ კვირას ვატიკანსა და რომს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წმინდა საყდარი და იტალიის მთავრობა გააკრიტიკა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს

მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტები 7-8 მაისს შედგება.

რუბიო თავდაპირველად ვატიკანს ეწვევა, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდება.

შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომში გაემგზავრება, სადაც იტალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს - ანტონიო ტაიანის და გვიდო კროზეტოს შეხვდება.

მედიის ცნობით, რუბიომ ასევე ითხოვა შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მათი შეხვედრა. 

მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის ვიზიტი ვაშინგტონსა და რომს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპი ირანში აშშ-ისრაელის ომის წინააღმდეგ გამოთქმული პოზიციის გამო გააკრიტიკა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპის მისამართით კრიტიკას მიუღებელი უწოდა, რის შემდეგაც ტრამპმა თქვა, რომ მასა და მელონის შორის ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.