Loading data...
მარკო რუბიო: მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს შეერთებული შტატები სანქციებს ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენ ავკრძალავთ ამ თვითნებურ სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, შევუზღუდავთ რესურსებს და მნიშვნელოვნად შევასუსტებთ მის შესაძლებლობას, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი ამ ყალბი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან.

ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღების პოლიტიკური ნება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს. ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მის საქმიანობას შევაჩერებთ. მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული, ამ თვითნებური სასამართლოს საქმიანობას შეზღუდავენ.

ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლის კამპანიას, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ვიდრე ამერიკელებისთვის საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრება“, – ამბობს რუბიო.