1755854877
უცხოეთი
მარკო რუბიო: კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას ვაპაუზებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვაჩერებთ სამუშაო ვიზების გაცემას კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის. უცხოელი მძღოლების მზარდი რიცხვი, რომლებიც აშშ-ის გზებზე დიდ სატვირთო მანქანებს ატარებენ, ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი მძღოლების საარსებო საშუალებას საფრთხეს უქმნის“, - წერს რუბიო.