მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღიარა, რომ ირანს კვლავაც აქვს დიდი რაოდენობით დრონები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიის სიიაფე მას რთულად დასაძლევ საფრთხედ აქცევს.
„ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ეკონომიკური მხარე ჯერ კიდევ გადასაჭრელია, თუმცა ირანის დრონების წარმოების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შესუსტებული“, - განაცხადა რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.
ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შედეგად ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტებას იმ ომის განმავლობაში, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვლის ბოლოს დაიწყო ირანის წინააღმდეგ.
რუბიოს თქმით, ირანის „კონვენციური ფარი“ - რაკეტებისა და დრონების გამოყენება საკუთარი ბირთვული პროგრამის დასაცავად - „მნიშვნელოვნად არის შესუსტებული“.
რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ქვეყანას ყოველდღიურად ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს აკარგვინებს.