Loading data...
მარკო რუბიო ევროპას მოუწოდებს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წამყვანი როლი შეასრულოს - CNN

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის ომის შემდგომი გარანტიების საკითხთან დაკავშირებით პროცესებში ჩაერთვება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ ინიციატივა უნდა აიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ზე დაყრდნობით RBC-Ukraine ავრცელებს.

ტელეარხი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რუბიომ აღნიშნული განცხადება ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მთავარი პასუხისმგებლობა ევროპულ სახელმწიფოებს უნდა დაეკისროთ.

რუბიომ არ დააკონკრეტა, თუ რა გარანტიების მიცემისთვის არის მზად შეერთებული შტატები, თუმცა მიანიშნა, რომ ამერიკა გვერდზე არ გაიწევს. 

ინფორმაციისთვის, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან, თუმცა, ვაშინგტონი მზადაა სხვა ფორმატებზეც იფიქროს.