Loading data...
მარკო რუბიო ევროკომისიის მიერ პლატფორმა X-ის დაჯარიმებაზე: ეს არის შეტევა ამერიკელ ხალხზე უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან - ამერიკელების ონლაინ ცენზურის დრო დასრულდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ევროკომისიის მიერ პლატფორმა X-ისთვის 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა.

„ევროკომისიის მიერ 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრება არ არის მხოლოდ პლატფორმა X-ზე თავდასხმა, ეს არის შეტევა ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე და ამერიკელ ხალხზე უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან. ამერიკელების ონლაინ ცენზურის დრო დასრულდა“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.