Loading data...
მარკო რუბიო დონბასის საკითხზე: ეს არის ხიდი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დონბასის მომავალი სტატუსის საკითხს „სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ ყველაზე რთული ეტაპი“ უწოდა, რომლის გადაწყვეტასთან რუსულ-უკრაინული მხარეები ჯერ ახლოსაც არ არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია „სიენენზე“ დაყრდნობით წერს. 

რუბიოს თქმით, დიპლომატები ამჟამად ცდილობენ კიევისა და მოსკოვის პოზიციებს შორის საერთო ენის პოვნას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. 

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა ორივე მხარის შეხედულებების დაახლოება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ“, - განაცხადა მარკო რუბიომ. 

ინფორმაციისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის კრემლის ლიდერს პირადად შეხვდეს.