1771063738
უცხოეთი
მარკო რუბიო დასავლეთის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დასავლეთის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
აშშ-ის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მსოფლიო საზღვრების გარეშე იდეისკენ სწრაფვით, დასავლეთის ქვეყნებმა კარი გაუღეს მასობრივ მიგრაციას.
„მსოფლიო საზღვრების გარეშე იდეისკენ სწრაფვით, ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს, კულტურის არსებობას და ხალხებს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა რუბიომ.