მარკო რუბიო: ჩვენს ქვეყნებში შემოსული ადამიანების და მათი რაოდენობის კონტროლი ქსენოფობიის გამოხატულება არ არის
„ჩვენ აღარ შეგვიძლია, ეგრეთ წოდებული გლობალური წესრიგი ჩვენი ხალხისა და ერების სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებში მიგრაცია უკონტროლო ხდება და ამ მიმართულებით რეგულაციების დაწესება ქსენოფობიის გამოხატულება არ არის.
„ჩვენ, ასევე, უნდა მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე. ჩვენს ქვეყნებში შემოსული ადამიანების და მათი რაოდენობის კონტროლი არ არის ქსენოფობიის გამოხატულება, ეს არ არის სიძულვილი, ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი. ეს არის საფრთხე ჩვენი საზოგადოებების სტრუქტურისა და თავად ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისთვის. დაბოლოს, ჩვენ აღარ შეგვიძლია, ეგრეთ წოდებული გლობალური წესრიგი ჩვენი ხალხისა და ერების სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ. ჩვენ არ გვჭირდება, უარი ვთქვათ ჩვენ მიერ შექმნილ საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემაზე. ჩვენ არ გვჭირდება, ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენეთ. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იყოს სიკეთის ინსტრუმენტი მსოფლიოში. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაერო-ს არ აქვს პასუხები და პრაქტიკულად არანაირი როლი არ უთამაშია. მას არ შეეძლო ღაზაში ომის მოგვარება“, - აღნიშნა რუბიომ.