Loading data...
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მზადაა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ირანულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მზადაა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანელებთან მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი შეხვედრა არ არის დაგეგმილი.

„ამისთვის ღია ვართ. არ მგონია, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული იყოს დაგეგმილი, თუმცა მსგავსი რამისთვის ნამდვილად ღია ვართ — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მოტანისა და იმ მიზნის მიღწევის პერსპექტივა ექნება, რასაც ეს ყველაფერი ემსახურება“, — განუცხადა რუბიომ NBC-ს.

„ფაქტია, რომ არასდროს შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე დასასწრებად ჩავიდა.

ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანიც ჩავა. იგი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.