Loading data...
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ „ძალიან განაწყენებულია“ ნატოს უარის გამო, დაეხმაროს ირანის საკითხში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აკრიტიკებს ნატოს იმის გამო, რომ ალიანსმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს მხარდაჭერა არ გამოუცხადა. 

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ არ სთხოვს, საკუთარი გამანადგურებლების გაგზავნას და ბრძოლაში ჩართვას. მაგრამ ისინი დახმარებაზეც კი უარს ამბობენ. ამის გამო ძალიან განაწყენებულები ვართ“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.