Loading data...
მარკო რუბიო: აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალური ქსელით ირანში მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება.

ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ.