Loading data...
მარკო რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

„ვნახავთ, მომდევნო საათებსა და დღეებში კიდევ რა პროგრესის მიღწევა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიმდინარე სამთავრობო შეხვედრაზე.

რუბიოს თქმით, აშშ უპირატესობას „მოლაპარაკებებისა და დიპლომატიურ გზას“ ანიჭებს და „ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ ეს გზა წარმატებული იყოს“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს „სხვა ვარიანტებიც აქვს… თუ ეს არ იმუშავებს“.

სახელმწიფო მდივანმა მსგავსი განცხადება გასულ კვირასაც გააკეთა.

რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი „ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს და არ ექნება ბირთვული იარაღი“, სანამ ტრამპი პრეზიდენტია.