1781283723
უცხოეთი
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით ვულოცავ რუსეთის ხალხს რუსეთის დღეს - ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს.
როგორც რუბიო აღნიშნავს, აშშ კვლავ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ რუსეთის ხალხს რუსეთის დღეს. შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო აყვავებულ მომავალს რუსეთის ხალხისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს“, - აღნიშნავს მარკო რუბიო.