1757959553
უცხოეთი
მარკო რუბიო: აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს და არ გასცემს ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ.
„ჩვენ არ უნდა გავცეთ ვიზები ისეთ ადამიანებზე, რომლებიც აშშ-ში ჩამოდიან და ისეთ საქმეებს ჩაიდენენ, როგორიცაა მკვლელობის, სიკვდილით დასჯის და პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის ზეიმი. ხოლო თუ ისინი აქ არიან, მაშინ ჩვენ მათ უნდა გავუუქმოთ ვიზები. რატომ უნდა გვსურდეს ისეთი ხალხის ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანა, რომლებიც ნეგატიურ და დესტრუქციულ ქცევაში ჩაერთვებიან?“ - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.