Loading data...
მარკო რუბიო: აშშ G20 სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები G20 სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს სამიტი სამხრეთ აფრიკაში იმართება. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ამერიკა არც პრეზიდენტს, არც საგარეო უწყების ხელმძღვანელის დონეზე სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება.

თეთრი სახლი უკმაყოფილოა დღის წესრიგით, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სამიტისთვის შეიმუშავა. რუბიოს თქმით, ეს საკითხები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს არ შეესაბამება.

მიმდინარე წლის თებერვალში რუბიომ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება „ძალიან ცუდ საქმეებს სჩადის“.

„ისინი კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახორციელებენ. სამიტზე კი მრავალფეროვნებას, სამართლიანობას, ინკლუზიურობის და კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავენ“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის საქმე არის აშშ-ის ეროვნული ინტერესების გატარება და არა „გადასახადების გადამხდელთა ფულის უაზროდ ხარჯვა და ანტიამერიკანიზმთან ლოლიავი“.