Loading data...
მარკო რუბიო: არ მაინტერესებს რას ამბობს გაერო, გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს - ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელების მთავარი წყაროა

„არ მაინტერესებს რას ამბობს გაერო, გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს - ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელების მთავარი წყაროა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა წარუდგინეს.

„ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელების მთავარი წყაროა. ბევრ ანგარიშს ვხედავ ამის შესახებ და ეს ყალბი ანგარიშებია. ანგარიშებში ნათქვამია, რომ ვენესუელა ნარკოვაჭრობაში არ მონაწილეობს, რადგან გაერო ამბობს, რომ არ მონაწილეობს... არ მაინტერესებს რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს. მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა წარუდგინეს.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დამატებითი ბრალდება გამოქვეყნდა, რომელიც დეტალურად აღწერს მადუროს ქმედებებს. ასე რომ, პირველ რიგში - ეჭვი არავის შეეპაროს - ის, ნიკოლას მადურო, შეერთებულ შტატებში ნარკოტრაფიკისთვის არის ბრალდებული და ის ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი პირია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.