1771073998
უცხოეთი
მარკ რუტეს მტკიცებით, აშშ ევროპის ერთგულია
„აშშ უფრო მეტად არის ერთგული ევროპის მიმართ, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით გასულ თვეში გამართული დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ნატო-ს მოკავშირეებს შორის „აზროვნების ცვლილება“ შეინიშნება.
„საბოლოოდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმას, რასთანაც გამკლავებაც ევროპელებს სურდათ, ისინი მეტს ხარჯავენ და ლიდერის როლს იკავებენ. აშშ სრულად ერთგულია ევროპის მიმართ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. აშშ-ს ნატო სჭირდება. მათ სჭირდებათ ძლიერი და უსაფრთხო ევროპა, ძლიერი და უსაფრთხო არქტიკა, ატლანტიკური ოკეანე, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის“, – განაცხადა რუტემ.