მარკ რუტე ზელენსკისთან ერთად ოდესას ეწვია - „ნატოს მხარდაჭერა ურყევია“

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ეწვია. ამის შესახებ რუტე X-ზე წერს.
„დღეს ოდესას პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ვეწვიე“, - აცხადებს რუტე.
რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში.
„უკრაინელმა ხალხმა ბევრი რამ გადაიტანა. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას საკუთარი თავის დასაცავად და მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს მარკ რუტე.
რუტეს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია კიდევ დიდხანს დარჩება საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის.
Разом із Генеральним секретарем НАТО Марком Рютте відвідали шпиталь, у якому українські захисники й захисниці відновлюються після поранень.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 15, 2025
Поспілкувалися з воїнами. Відзначив захисників державними нагородами. Дякую хлопцям за силу, за витримку, за захист наших людей.… pic.twitter.com/zUv2nsl4pR