Loading data...
მარკ რუტე: რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრს თუ დაარტყამს, პასუხი დამანგრეველი იქნება

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, მას ნაკლებად სჯერა, რომ რუსეთი ნატოს რომელიმე ქვეყანას დაარტყამს, რადგანაც იცის, ნატოს ქვეყნებს ვერ მოუგებს.

 მისი თქმით, ნატოს რეაქცია დამანგრეველი იქნება.

„არა მგონია, რომ ასე მოიქცნენ და თუ ასე მოიქცევიან, იციან, რომ ჩვენი რეაქცია დამანგრეველი იქნება. არა მგონია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუ ეს მოხდება, თუ რუსეთი ან სხვა ვინმე თავს დაესხმება რუმინეთს, მათ იციან, რომ რუმინეთს მხარს დაუჭერს ნატოს 31-ვე წევრი ქვეყანა, ყველა დაიცავს რუმინეთს ნატოს კოლექტიური ძალებით - მთელი საზღვაო ფლოტით, ავიაციით, საჰაერო ძალებით, სახმელეთო ძალებით. ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან იციან, რომ ვერასდროს გაიმარჯვებენ“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.