Loading data...
მარკ რუტე: ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია

ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ ნატოს ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა.

„ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. ნდობის გამოცხადებისთვის ყველა მოკავშირის მადლობელი ვარ.

მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატოს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი“, - წერს მარკ რუტე.

ცნობისთვის, მარკ რუტე უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.