მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინას ნატოს ქვეყნებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება - „ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტე დარწმუნებულია, რომ ომის სამართლიანი და მდგრადი დასრულების მისაღწევად უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.
მისივე თქმით, გასულ კვირას კიევში პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა: „ნატო მხარს უჭერს უკრაინას“.
„უკრაინისთვის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინას მეტი სჭირდება. ყველას გვსურს ამ სასტიკი ომის სამართლიანი და ხანგრძლივი დასასრული ვიხილოთ. მოკავშირეები გაერთიანებულები არიან უკრაინის მხარდაჭერაში და ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისადმი ერთგულებაში“, - აცხადებს მარკ რუტე.