1766004960
უცხოეთი
მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატებაა
„ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატებაა“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში მარკ რუტემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის წყალობით ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მისივე თქმით, ტრამპი „კარგი ამბავია კოლექტიური თავდაცვისთვის, ნატოსა და უკრაინისთვის“.
ამასთან, რუტემ შეაქო ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების კუთხით.
„რუსეთი დაინახავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მან აღარასდროს უნდა სცადოს უკრაინაზე თავდასხმა, რადგან ჩვენი რეაქცია დამანგრეველი იქნება და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ახლა“, - განაცხადა მარკ რუტემ.