Loading data...
მარინ ლე პენმა უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვასთან დაკავშირებით, უნგრეთის პოზიციას „კარგი გადაწყვეტილება“ უწოდა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის დაბლოკვის გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეაქო. ამის შესახებ POLITICO ავრცელებს ინფორმაციას.

მარინ ლე პენმა უნგრეთის პოზიცია მოიწონა და მას „კარგი გადაწყვეტილება“ უწოდა.

„ვისურვებდი, სხვა ქვეყნების მიერ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით ლოდინი არ მოგვიწიოს“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტისა და ვალების გამო, უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერა აღარ შეუძლია.

„საფრანგეთი განადგურებულია, ჩვენი სახელმწიფო ფინანსები დღეს არ გვაძლევს საშუალებას, გავცეთ სესხები, რომელთა დაფარვაც ვიცით, რომ არ მოხდება. საფრანგეთი გონივრული უნდა გახდეს და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის უნდა შეინახოს ფული“, - განუცხადა ლე პენმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში ვიზიტისას.