მარინ ლე პენმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების სამი შესაძლო სცენარი დაასახელა
საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთმა შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, - ამის შესახებ მან ეგვიპტურ არხ TeN News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლე პენმა ხაზი გაუსვა ყველა მხარესთან მოლაპარაკებების აუცილებლობას.
„უკრაინაში ომის განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს: ან ნატო ჩაერთვება ომში და ეს მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, კონფლიქტი წლები გაგრძელდება, ან ყველა ქვეყანა გააცნობიერებს შედეგებს“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ლე პენმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ მხარეებთან საუბარზე უარის თქმა პროგრესს შეუძლებელს ხდის და პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველა მხარესთან აწარმოებს დიალოგს.
მისი აზრით, უკრაინაში ომს მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე, მათ შორის საფრანგეთისთვის, შედეგები მოჰყვება. მან ივარაუდა, რომ კონფლიქტი შეიძლება წლები გაგრძელდეს.
En Ukraine, il n’y a que trois issues : soit l’OTAN entre en guerre et c’est la troisième guerre mondiale, soit le conflit dure des années, soit tous les pays comprennent les conséquences. Si je suis élue présidente de la République, je parlerai à tout le monde. https://t.co/qLFhD7KxCo
— Marine Le Pen (@MLP_officiel) November 22, 2026