მარინ ლე პენი: უკრაინაში მოვლენების განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს - ნატო ჩაერთვება ომში, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, კონფლიქტი წლები გაგრძელდება, ან ყველა ქვეყანა გააცნობიერებს შესაძლო შედეგებს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოვლენების განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს.
„უკრაინაში მოვლენების განვითარების მხოლოდ სამი შესაძლო სცენარი არსებობს: ან ნატო ჩაერთვება ომში, რაც მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს; ან კონფლიქტი წლების განმავლობაში გაგრძელდება; ან ყველა ქვეყანა გააცნობიერებს შესაძლო შედეგებს“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ამასთან, ლე პენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ, ყველასთან ისაუბრებს.
En Ukraine, il n’y a que trois issues : soit l’OTAN entre en guerre et c’est la troisième guerre mondiale, soit le conflit dure des années, soit tous les pays comprennent les conséquences. Si je suis élue présidente de la République, je parlerai à tout le monde. https://t.co/qLFhD7KxCo
— Marine Le Pen (@MLP_officiel) November 22, 2026