Loading data...
მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, კონტაქტები, შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უახლოეს დღეებში შედგეს. 

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში“, - აცხადებს მარია ზახაროვა. 

ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.