1770904195
უცხოეთი
მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის დელეგაცია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
„რუსეთი წარმოდგენილი არ იქნება მშვიდობის საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის „ფორმირება ჯერ კიდევ გრძელდება“.
ინფორმაციისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება.
„მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა.
ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.