Loading data...
მარგუს ცაჰკნა: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი საკმაოდ მკაცრი იქნება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომლის შემუშავებაც ევროკავშირმა უკვე დაიწყო, მკაცრი იქნება და რუსეთის ენერგორესურსებზე გავლენას იქონიებს.

როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, ევროპამ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ცვლილებით უნდა ისარგებლოს, რათა უკრაინის მხარდასაჭერად საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ყველაზე კრიტიკული საკითხი, რა თქმა უნდა, სანქციების მომავალი პაკეტებია. სანქციების მე-20 პაკეტი მიღებულია, 21-ე მზადდება და ის საკმაოდ მკაცრი იქნება, განსაკუთრებით ენერგორესურსებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.