Loading data...
მარგარიტა სიმონიანზე თავდასხმის ორგანიზატორებს 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ 6-დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა „ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, «National Socialism/White Power»-ის წევრებს. მათგან ორს ბრალის ჰქონდა წაყენებელი რუსი ჟურნალისტის და პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობის ორგანიზებაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისთვის, საქმეში 12 პირი ფიგურირებდა.

ორგანიზაციის წევრებს ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ძარცვის, ხულიგნობის, ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდების, ასევე ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივების მუხლით. გამოძიების ცნობით, საქმის ორი ფიგურანტი, მიხეილ ბალაშოვი და ეგორ საველიევი Russia Today- ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი.

ბალაშოვს და საველიევს 20 და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დანარჩენ ფიგურანტებს (მათ შორის არასრულწლოვნებს) 6-დან 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განსასჯელების ახლობლებსა და ჟურნალისტებს შორის სასამართლო დარბაზში კონფლიქტი მოხდა.