1780126843
უცხოეთი
„მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია“ - პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ მზადაა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული
აშშ მზადაა განაახლოს თავდასხმები ირანზე, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
„საჭიროების შემთხვევაში, განახლების სრული შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია, როგორც იქ, ასევე, მთელ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძვირადღირებულ და მასობრივი წარმოების საბრძოლო მასალას შორის ბალანსს ვიცავთ“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოთმინებას იჩენს, რათა ისეთ შეთანხმებას მიაღწიოს, რომლის ფარგლებშიც ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს.